შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედებს მცურავი კურსის რეჟიმი, რაც გამორიცხავს ხელოვნურ ჩარევებს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ფორმირებაში. ჩვენი მიდგომა გულისხმობს სწრაფი ეკონომიკური ზრდით ვალუტის სტაბილურობის მიღწევას. კერძოდ, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებით, სტარტაპების დაფინანსებით, საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმით, ექსპორტის სტიმულირების მექანიზმების ამუშავებით, მოგების გადასახადის რეფორმით, უცხოური ინვესტორებისთვის უფრო სტაბილური გარემოს უზრუნველყოფით, ჩვენ ვაპირებთ ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის გაზრდას, რაც დააბალანსებს იმპორტის დაფინანსებისკენ მიმართულ დიდი მოცულობის ფულად მასას, გააუმჯობესებს მიმდინარე ანგარიშს. მეორე მხრივ, გატარდება დედოლარიზაციის პოლიტიკა, დაგროვებითი საპენსიო რეფორმით ხელი შეეწყობა ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი დანაზოგების ფორმირებას, წახალისდება ლარში დაკრედიტება, რაც პერიოდულად შეამცირებს სავალუტო რყევების ნეგატიურ გავლენას ეკონომიკაზე.


მნიშვნელოვანია, საგადასახადო რეფორმის გავლენა მიმდინარე ანგარიშზე. მხოლოდ მოგების გადასახადის რეფორმით, რომელიც რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4 წელიწადში თითქმის 1%-ით გაუმჯობესდება, რაც არსებული პროგნოზის მიხედვით, ქვეყნიდან 220-250 მლნ აშშ დოლარით ნაკლები ვალუტის გადინებას ნიშნავს.

პარტიის პოზიცია