შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
  • ადრეული და სკოლამდელი განათლების ერთიანი მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ყველა საჯარო და კერძო ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში 2017 წლიდან ამოქმედდება ერთიანი სტანდარტი;

  • უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი, უსაფრთხო და ინკლუზიური, მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული სისტემისა და  საგანმანათლებლო გარემოს განვითარება;
  • განისაზღვრება პედაგოგების პროფესიული სტანდარტი.  სახელმწიფო უზრუნველყოფს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად;
  • თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც მოსწავლეების ინტერესებზე იქნება მორგებული, გახდება სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი;

  • მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში;
  • პროფესიული განათლების სისტემაში დაინერგება საჯარო-კერძო პარტნიორობის დუალური მოდელი;
  • შეიქმნება ზრდასრულთა განათლების სისტემა;

  • უმაღლესი განათლების დაფინანსება ორიენტირებული იქნება ქვეყნის  განვითარების საჭიროებებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების პრიორიტეტებსა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. შრომის ბაზრის  ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება და დაფინანსდება უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები;

  • განხორციელდება მეცნიერული კვლევის ინტეგრაცია სწავლების პროცესში;

  • ხელისუფლება განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას;

  • ქვეყნის ეკონომიკის, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებისა და  საზოგადოების საჭიროებების   გათვალისწინებით, მოხდება  პრიორიტეტული სამეცნიერო დარგების იდენტიფიკაცია და მათი გაძლიერება;

  • სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.
პარტიის პოზიცია