შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » საგზაო მოძრაობა

რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად?

პარადოქსია, მაგრამ დედაქალაქს არ გააჩნია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთიანი საქალაქო (მუნიციპალური) სამსახური. უტრირებული მაგალითი: ხის ტოტი, რომელიც ეფარება შუქნიშანს, ეკუთვნის გამწვანების სამსახურს, შუქნიშანი ,,ეკუთვნის’’ მუნიციპალურ შპს-ს, გზა ,,ეკუთვნის’’ კიდევ სხვა სამსახურს, ხოლო საპატრულო პოლიცია - შსს-ს. მათ შორის დამკვიდრებულია უწყებრივი ,,მე არ მეხებას’’ პრინციპი. ანუ, ცალკე აღებული ყველა უწყება მართალია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ილახება რიგითი მძღოლის ინტერესი. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წინა ხელისუფლების მიერ მართვის მოწმობის ხელმისაწვდომობის სიიოლე და დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ცოდნის (უნარ-ჩვევების) შეძენა ხდება ინტერნეტით, ხოლო პრაქტიკული მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება ხშირ შემთხვევაში ხდება შემთხვევით პიროვნებებთან. ყველა ამ პრობლემის მოგვარება, არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.