შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » ბიზნესი და ინვესტიციები

რა პოლიტიკას გაატარებთ ბიზნეს და კომერციული ინფრასტრუტურის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად ქვეყანაში?

საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა, რომლის ხელშემშლელი ყველაზე დიდი ბარიერია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა. ამ კომპონენტის დაძლევისა და საგადასახადო პოლიტიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციის შემთხვევაში, მოკლე დროშია შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპით დაწყება. ცხადია, ამისთვის ბევრი გადაწყვეტილება ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა მისაღები და ჩვენ ვაპირებთ მის წინაშე ამ საკითხების დაყენებას. ეტაპობრივად, 3 წლის განმავლობაში უნდა შემცირდეს: საშემოსავლო გადასახადი 20-დან 12%-მდე; მოგების გადასახადი – 15-დან 10%-მდე; დივიდენდის გადასახადი – 5-დან 2%–მდე. ეს მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. გადასახადების აღნიშნული განაკვეთების შემცირებით გამოწვეული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესაძლო კლება პირველ ეტაპზე კომპენსირებადია, ერთი მხრივ, ზემოთ აღნიშნული ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებით, და მეორე მხრივ, სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით (რაც წელიწადში 350 მლნ ლარს უტოლდება). თუმცა ადგილობრივ დონეზეც არის შესაძლებელი ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა. გარდა ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია საკუთარი რაიონის თუ ქალაქის პოპულარიზაცია, დაძმობილებულ ქალაქებთან და რეგიონებთან თანამშრომლობა უცხოეთში.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.