შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » ჯანსაღი საკვები და წყალი

რა პოლიტიკას გაატარებთ ჯანსაღი საკვებისა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობისათვის ქვეყანაში?

მოსახლეობის ყველაზე ღატაკი ფენებისთვის ჯანსაღი კვება ფუფუნებაა. სახელმწიფოს ცინიკური დამოკიდებულება მათ მიმართ ასე გამოიყურებოდა: ვისაც არა აქვს ფული, რომ შეიძინოს ძვირი პროდუქტი, მან იაფი (შესაბამისად, უხარისხო ან სულაც მავნე) სურსათი მოიხმაროს! ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება. სასმელი და, აგრეთვე, სარწყავი წყალი კვლავ პრობლემად რჩება ცალკეულ რეგიონებში, როცა საქართველოს წყლის მარაგები საყოველთაოდ არის ცნობილი. აუცილებელია ძველი სისტემების რეაბილიტაცია, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი ხშირ შემთხვევაში ვერ სწვდება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარდგენილი ამგვარი პროექტები პრიორიტეტულად უნდა დააფინანსოს და არა ისე, რომ გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყოფილი თანხები ვერ აითვისა! ამავე დროს  აუცილებელია სასმელი წყლისა და ჰაერის დაბინძურების მუდმივი კონტროლი, რათა მრავალი დაავადების რისკი ავაცილოთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ფუნქცია საკუთარ თავზე ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯანდაცვის სამსახურებმა უნდა აიღონ.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.