შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » ეკოლოგია

რა პოლიტიკას გაატარებთ ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გარემოს დაბინძურების შესამცირებლად?

ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ქუჩების სისუფთავის გაუმჯობესება სხვადასხვა საკითხთა ერთგვარი კომპლექსია. კერძოდ, აუცილებელია  საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების მართვის გამართული სისტემის შექმნა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პირველადი სეპარაცია მოქალაქეების მიერ, მეორადი გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება და, რაც მთავარია, ბავშვობიდანვე ჩვენი თანამოქალაქეების კულტურის ჩამოყალიბება სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნის და გაფრთხილების კუთხით.

დედაქალაქის საჰაერო აუზის ძირითად დამბინძურებელს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებები (ოფიციალური ცნობით - 95%). საქართველოში რეგისტრირებული 900 000 ავტომობილის  80%-ზე მეტის ასაკი 15-18 წელს აჭარბებს, საქართველოში სავალდებულო არ არის საავტომობილო საწვავის ხარისხის კონტროლი, არ არის წახალისებული ეკოლოგიურად უსაფრთხო, საწვავ-ეფექტური და ახალი ავტომობილების იმპორტი, არ არის დანერგილი ავტომობილების საწვავ-დამზოგავი სტილით (,,ეკოდრაივინგი’’) სიარულის უნარ-ჩვევების შეძენა. ყოველივე ზემოთქმულის გამოსასწორებლად უნდა შეიქმნას სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რაც ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეფექტური სისტემის შექმნასაც გულისხმობს.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.