შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » ჯანდაცვა

რა პოლიტიკას გაატარებთ ჯანდაცვის ზოგადი ინდიკატორების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში?

აუცილებელია სახელმწიფო ჯანდაცვით ბიუჯეტში ამბულატორიული დახმარების წილის გაზრდა, ამბულატორიული დახმარების ინფრასტრუქტურის გაძლიერება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ამბულატორიულ დაწესებულებათა ქსელში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება.

გავაძლიერებთ ორსულთა სახელმწიფო პატრონაჟის პროგრამას (დამატებითი ვიზიტები, გამოკვლევები, ორსულთა პათოლოგიების პროფილაქტიკისა და სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამები); განვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტრავმატიზმის შესამცირებლად.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.