შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » უსაფრთხოება და კრიმინალი

რა პოლიტიკას გაატარებთ კრიმინალის წინააღმდეგ და მისი პრევენციისთვის?

კრიმინოგენური სიტუაციის გამოსწორება პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სოციალურ მდგომარეობასთან; სოციალური სიდუხჭირე, უმუშევრობა, ახალგაზრდობის დაუსაქმებლობა ხელს უწყობს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას. 

პირველ ყოვლისა, აუცილებელია პრობლემის კომპლექსური შესწავლა და სისტემური ანალიზი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთჯერადი პროგრამები არაფრის მომტანია. სახელმწიფო უნდა ებრძოლოს არა დამნაშავეს, არამედ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს.

აუცილებელია სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ციხიდან გათავისუფლებული პირების რესოციალიზაციას. კრიმინალთან ბრძოლა არ გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას. დაუშვებელია ერთი ადამიანის, თუნდაც დამნაშავის, უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.