შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » შეზღუდული შესაძლებლობის პირები

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საზოგადოებრივ სივრცეებში გადაადგილების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის?

შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის შესამუშავებელია ერთიანი პოლიტიკა, რაც მათ საზოგადოებრივ მობილურობას გაზრდის. პირველ რიგში, აუცილებელია მათთვის ადაპტირებული მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, საქალაქო ტრანსპორტში მათთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა, ასევე, ტრანსპორტში ასასვლელ-ჩასასვლელი სპეციალური ლიფტების არსებობა, გზებზე და ტროტუარებზე სპეციალური პანდუსებისა და უსინათლოთათვის სპეციალური აუდიო-საგზაო ნიშნების შექმნა.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების მიმართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება; მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში; სულიერი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სისავსემ და მრავალფეროვნებამ გააქარწყლოს შეზღუდული შესაძლებლობებით გამოწვეული წუხილი და სოციალური დისკომფორტი. ჩვენი დაპირებაა: არ დარჩება ადგილი, რომელიც ხელმიუწვდომელი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქისთვის. მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმგვარად მოდერნიზება, რომ პრობლემა არ შეიქმნას გადაადგილებისათვის. აღნიშნული ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მიგვაჩნია. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.