შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » ეკონომიკური განვითარება

როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ადგილობრივ თვითმმართველობებში ეკონომიკური განვითარების მისაღწევად? გთხოვთ აღწეროთ თქვენი სამი პრიორიტეტი.

ჩვენი პრიორიტეტებია: ადამიანი, ოჯახი, გარემო. ადგილობრივი ბიუჯეტი სწორედ მათ უნდა მოხმარდეს. გრძელდება მახინჯი პრაქტიკა - ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ძველის მსგავსად, მეტად მაღალ ხელფასებსა და პრემიებს იღებენ. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი იყოს ორიენტირებული მოქალაქეებზე და არა ადგილობრივ მოხელეებზე. ბიუჯეტის ეკონომიის წყაროები არსებობს. მაგალითისთვის, ბიუჯეტის გაბერილ ხარჯებს სერიოზულად შეამცირებს მოხელეთა პერსონალურ ავტომობილებზე უარის თქმა. იარსებებს მხოლოდ ერთიანი, მუნიციპალური შეზღუდული ავტოპარკი, რომელსაც მოხელეები სამსახურეობრივი საჭიროებისთვის გამოიყენებენ. ეს წინადადება ცენტრალურმა ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონები დაიზოგოს.

ეკონომია შეეხება საპრემიო თანხებს, რომელთაც ახალი ხელისუფლებაც ისევე რეგულარულად იღებს, როგორც ძველი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.