შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არასაპარლამენტო ოპოზიცია » ჯანსაღი საკვები და წყალი

რა პოლიტიკას გაატარებთ ჯანსაღი საკვებისა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობისათვის ქვეყანაში?

ჯანსაღი საკვების პრობლემას მოაგვარებს ზოგადად ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ კანონმდებლობასთან, რისი ვალდებულებაც ჩვენ გაგვიჩნდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან ერთად. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს ქვეყანაში. 

შეიქმნება საქალაქო კადასტრები და განხორციელდება მონიტორინგი ფიზიკური დამბინძურებლების (ატმოსფერული გამონაბოლქვები, რადიაციული, ელექტრომაგნიტური, ვიბრაციის, ინფრა და ულტრა ბგერების, ხმაურის) წყაროებზე. მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე მიღებული იქნება კონკრეტული ზომები (ჯარიმები, სასამართლო სარჩელები საქმიანობის შეჩერებაზე და სხვ.) გამკაცრდება კონტროლი წყლის ხარისხზე. რეკულტივირებული იქნება  ბუნებრივი წყალსაცავები.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.