შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არასაპარლამენტო ოპოზიცია » კულტურა

რა პოლიტიკას გაატარებთ კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებისათვის?

ქვეყანაში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარია. არ არის დაცული ჩვენი თანამოქალაქეების  უფლება, ხელი მიუწვდებოდეთ  კულტურულ ღონისძიებებზე, დაისვენონ, ინტერესების შესაბამისად ეზიარონ ხელოვნებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ:

  • ყველა  მუნიციპალიტეტში  ბიბლიოთეკების, ბავშვთა შემოქმედებითი ცენტრების, სამუსიკო და სამხატვრო, სპორტული სკოლებისა და კლუბების არსებობას, სადაც მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი, ცალკეულ შემთხვევებში - უფასო;
  • ქალაქებში  არ აშენდება ახალი უბნები, სადაც გათვალისწინებული არ იქნება კინოთეატრი, სპორტული დარბაზები და სტადიონები, აუზები;  ხოლო უკვე არსებულ უბნებში შესაძლებლობის ფარგლებში აშენდება ამ ტიპის დაწესებულებები. მათი მშენებლობის ხარჯებს გაიღებენ  მუნიციპალიტეტები;
  • ყველა უბანს ექნება კარგად აღჭურვილი საბავშვო ბაღი, რომელიც  ბავშვის „შემნახველი საკანი“ კი არ იქნება, არამედ უპასუხებს ყველანაირ სტანდარტს  აღსაზრდელის ნორმალური ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და დასვენებისათვის;
  • საბავშვო ბაღებში აიკრძალება ფასიანი მომსახურება და ყველა სახის წრე იქნება დაფინანსებული ქ ბიუჯეტის მიერ.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.