შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » საგზაო მოძრაობა

რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად?
  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით დამონტაჟდება სიჩქარის მზომი რადარები;
  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის წესების დაცვაზე კონტროლს;
  • საპატრულო პოლიცია რეაგირებას მოახდენს სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის წესების ისეთ დარღვევებზე, როგორებიცაა: მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფები) გარეშე ან გამორთული/გაუმართავი ტაქოგრაფებით მოძრაობა, მძღოლების მიერ შრომისა და დასვენების ხანგრძლივობის ნორმატივების დარღვევა და სხვა. ამ მიზნით, საპატრულო პოლიცია აღიჭურვება ტაქოგრაფის წამკითხველი მოწყობილობებით;
  • შსს მონაწილეობას მიიღებს საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების განთავსებასა და მონაკვეთების მონიშვნა/მარკირებაში;
  • მოხდება საპატრულო მარშრუტების დამატება და დაიფარება აუთვისებელი ტერიტორიები;
  • განახლდება საპატრულო პოლიციის ავტოპარკი. განხორციელდება საპატრულო პოლიციის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გაგრძელდება საპატრულო პოლიციის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა;
  • შსს დიდ ყურადღებას დაუთმობს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას;
  • ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და ადმინისტრაციული სამართალ­დარ­ღვე­ვების პრევენციის მიზნით, გაიმართება საინფორმაციო კამპანიები საგზაო უსა­ფრთ­ხო­ების წესების დაცვის აუცილებლობის, მათი დარღვევით გამოწვეული საფრთ­ხეებისა და შედეგების შესახებ;
  • იგეგმება საკანონმდებლო ბაზის გადახედვა, რათა მოხდეს ადეკვატური და შე­სა­ბა­მისი ადმინისტრაციული სახდელების დაწესება, აღმოიფხვრას სამართ­ლებ­რი­ვი უზუსტობები და სამართლის ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს მოქმედ კა­ნონ­მდებ­ლობასთან.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.