შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » საზოგადოებრივი ტრანსპორტი

რა პოლიტიკას გაატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესებისათვის ქვეყანაში?

საზოგადოებრივი (საჯარო) ტრანსპორტის განვითარებას საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში დიდ ყურადღებას უთმობს. ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანს­პორ­ტის განვითარებასა და მოწესრიგებას ადგი­ლობ­რივი მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმ­რე­ბისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მთავრობას უახლოეს წლებში დაგეგმილი აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება როგორც საქალაქთაშორისო გადაყვანების კუთხით (ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლი­ლე­ბებ­ზე მუშაობა), ასევე დედაქალაქში, დიდ და საკურორტო ქალაქებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ეკოლოგიური მდგომარების გაუმჯობესების გათვალისწინებით. დედაქალაქში ახალი ტრამვაის პროექტის განხორციელება და საბაგირო გზების ქსელის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება „მწვანე ტრანსპორტის“ განვითარების კუთხით. ასევე, მთელ ქვეყანაში და განსაკუთრებით დიდი ქალაქებში უნდა განახლდეს საზოგადოებრივი საავტომობილო პარკის შემად­გენ­ლობა, რადგანაც ისინი ვეღარ აკმაყოფილებენ დღევანდელ მოთხოვნებს ვერც მომსახურების ხარისხის (კომფორტის) და ვერც ეკოლოგიურობის თვალსაზრისთ. მით უმეტეს, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, რომლის მიხედვითაც შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთ წელიწადში ქვეყნის ტრანსპორტმა (მათ შორის საზოგადოებრივმაც) უნდა დააკმაყოფილოს ევროდირექტივებით განსაზღვრული მაჩვე­ნებ­ლები.

ამასთან, თბილისში ურბანიზაციის მაღალი დონე (სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობა), ასევე, მოძრაობის ორგანიზაციის, ფეხით მოსიარულეებისა და მძღოლთა გადაა­დგი­ლების კულტურის დაბალი დონე, დღის გარკვეულ პერიოდებში, სა­ცო­ბე­ბის წარმოქმნას განაპირობებს; ამ პრობლემის მოსაგვარებლად, უახლოეს წლებში, მთავრობისა და დე­და­ქა­ლის მერიის მიერ რიგი ღო­ნის­ძიებებისა იქნება გასატარებელი.  

ასევე, ყურადღება უნდა დაეთმოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში (ბათუმსა და ქუთაისში ამ კუთხით უკვე გადადგმულია ნაბიჯები) საველოსიპედო ბილიკების მშენებლობასა და ზოგადად,  ამ სახეობის ტრანსპორტის პოპულარიზაციას.

ვფიქრობთ, ზემოაღნიშნული პროექტებისა და გეგმების განხორციელების შემთხვევაში, ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება უფრო ეკოლოგიური, კომფორტული და ად­გი­ლობრივი მოსახლეობისა და საქართველოს ვიზიტორების მოთ­ხოვ­ნებზე მეტად მორგებული.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.