შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » საბინადრო პოლიტიკა

რა პოლიტიკას გაატარებთ უკეთესი ხარისხის საბინადრო პირობების შესაქმნელად მოქალაქეთათვის?

იმისათვის, რომ საქართველოს ყველა ქალაქის მერიას ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებასთან დაკავშირებით, საჭიროა ბი­ნათ­მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ჯერ სტრატეგიის, შემდეგ კი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ამასთან, აუცილებელია მოქალაქეთა ინფორმირება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტისა და მათი უფლებების შესახებ; ამ მიზნით შესაძლებელია გა­მო­ვიყე­ნოთ სხვადასხვა საშუალება. მაგ.: აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან, ვიდეორ­გო­ლების დამზადება და მასობრივ მედიაში გავრცელება და სხვ.;

დაფინანსების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელშიც პრობლემის გამოვლენის, სამუშაოს მიმწოდებელი კომპანიის შერჩევისა და სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს ამხანაგობა და არა მხოლოდ ე.წ. კორპუსის თავმჯდომარე;

ლიფტებთან დაკავშირებით შესაძლებელია გაცილებით მოქნილი სქემის შემუშავება: ლიფტით გადაადგილების საფასურის გადახდის ელექ­ტრო­ნული სისტემის დანერგვა, რაც  თავიდან აგვაცილებს კორუფციული ტიპის გარიგებებსა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. საფასურის გადახდა შესაძლებელია მიებას სამგზავრო (ე.წ. „მეტრომანი“) ბარათებს, რაც კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის მოქალაქის ლიფტით გადაადგილებას. საფასურის ელექტრონულად გადახდა საშუალებას მოგვცემს, ზუსტად აღვრიცხოთ გადაადგილებულთა რაოდენობა, გადახდილი თანხების ოდენობა და ა.შ.;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალ­სარ­თუ­ლიან სახლებში სახურავების შეკეთების პროგრამა და საერთო სარგებლობის ეზოების კე­თილ­მოწყობა.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.