შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ბიზნესი და ინვესტიციები

რა პოლიტიკას გაატარებთ ბიზნეს და კომერციული ინფრასტრუტურის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად ქვეყანაში?

ამ  მიმართულებით  მთავრობა  რამდენიმე მიმართულებით  მუშაობს.  მათ შორის  გვინდა გამოვყოთ ახალი სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს  ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: I კომპონენტი - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; II კომპონენტი - ინფრასტრუქტურაზე  (უძრავი ქონება) ხელ­მი­სა­წვ­დომობა;  III კომპონენტი - საკონსულტაციო მომსახურება. 

პროგრამის ფარგლებში ეს კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე. პროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობა წარ­მოე­ბა­ზე ორიენტირებული ინდუსტრიის იმ სახეობების განვითარებას, რომლებიც შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმებით: იმპორტის მოცულობა და წარმოების ადგილობრივი პო­ტენ­ციალი.

პროგრამის მიმართულებების განსაზღვრა მოხდა მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა ანალიზს, მეწარმეების გამოკითხვას და ექსპერტების ჩართულობას. პროგრამის ბიუჯეტია 46 მლნ ლარი, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინ­დუს­ტრიული  პროდუქციის წარმოებაზე კი  16 მლნ ლარი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.