შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ბიუჯეტი

რამდენ პროცენტიან მინიმალურ ზრდას გეგმავთ ადგილობრივ ბიუჯეტებში თქვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად?

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, დაგეგმილია სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროპორციისა და მექანიზმების სრულყოფა; აგრეთვე, მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის პროცენტული მიმართების განსაზღვრა ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან. აღნიშნული ჯამურად იძლევა ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ზრდის პროგნოზირების საშუალებას 20-40%-ის ფარგლებში.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.