შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ჯანსაღი საკვები და წყალი

რა პოლიტიკას გაატარებთ ჯანსაღი საკვებისა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობისათვის ქვეყანაში?

მოსახლეობისთვის ჯანსაღი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გატარდება საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს განმტკიცებისკენ მიმართული პოლიტიკა, რაც გამორიცხავს სურსათის მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებას.  ეს პოლიტიკა ასევე ხელს შეუწყობს საშინაო და საგარეო ბაზრებზე ეროვნული წარმოების ხარისხისა და კონკურენტუნა­რიანობის ამაღლებას. მოხდება ევროკავშირის კანონ­მდებ­ლო­ბასთან თანდათანობითი დაახლოება. ამ მიზნით სახელმწიფო ბიზ­ნესოპერატორებს ხელს შეუწყობს საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლაში. იმავდროულად, დაცული იქნება სურსათის საოჯახო მეურნეობების დონეზე წარმოების ტრადიციული მეთოდებიც. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ლაბორატორული შესაძლებლობების განვითარებას, დახვეწს მცენარეთა დაცვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მარეგულირებელ სისტემებს. გამკაცრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვეტერინარული და ფი­ტო­სანიტარული კონტროლი სასაზღვრო პუნქტებზე, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ქვეყანაში საშიში და საზიანო ცხოველური და მცენარეული დაავადებების გავრცელების შესაძლებ­ლო­ბას. ქვეყანაში სურსათის უნვებლობის სფეროში მოსახლეობის ინფორ­მი­რე­ბუ­ლობის ამაღლებისა და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრების მიზნით გატარდება თანმიმდევრული საინფორმაციო კამპანია მედიისა და სამოქალაქო საზო­გა­დო­ების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეონით. მთავრობა ყოველმხრივ შე­უწყობს ხელს სურსათის მოხმარების უსაფრთხო წესისა და ჯანსაღი კვების პრინციპების პროპაგანდას.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.