შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ინფრასტრუქტურა

რა ღონისძიებებს გაატარებთ საგზაო და ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის ქვეყანაში?

მომდევნო წლებში იგეგმება კომპლექსური სამუშაოების განხორციელება ქვეყნის საგზაო და ბიზნესინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის. მათ შორის:

  • საგზაო აქტივების მდგომარეობის გაუმჯობესება რესურსების სწორი გადანაწილებითა და თანამედროვე დაგეგმარებით;
  • საქართველოს რელიეფის და ეკოლოგიის შესაბამისი უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიკურად ეფექტიანი საერთაშორისო კლასის საავტომობილო გზების ქსე­ლის შექმნა-განვითარება; ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა-მო­დერ­ნი­ზაცია და არსებული გზების გეგმური რეკონსტრუქცია;
  • შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების (მათ შორის. სასოფლო გზები) არარეაბილიტირებული ნაწილის, მისი პრიორიტეტული მონაკვეთების რეაბილიტაცია; ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნი­ცი­პა­ლიტეტების შე­სა­ბა­მისი საქმიანობის სათანადო კოორდინაცია; აღნიშნული გზების საერ­თაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და მოვლა-შენახვის სამუშაოების სწორად დაგეგმვა  ხანგრძლივი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად;
  • საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ინტეგრაცია საერთაშორისო სატ­რანს­პორ­ტო სისტემაში და საერთაშორისო სატრანზიტო ქსელის სრულყოფილი ფუნქ­ციო­ნი­რების მხარდაჭერა;
  • საავტომობილო გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოების ხარისხისა და მართვის შესაბამისი სისტემების გაუმჯობესება;
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მრავალმხრივი სრულყოფა და ლოგისტიკური ცენტრების  განვითარება; ხელი შეეწყობა სატრანსპორტო სისტემების სიმძ­ლავ­რეების შესაბამის გაზრდას და განვითარებას (საგზაო, გზისპირა, სარკინიგზო და სანავსადგურე ინფრასტრუქტურა, აეროპორტების რეკონსტრუქცია და სატვირთო ტერმინალების მშენებლობა, ლოგისტიკური ცენტრების შექმნა და ა.შ.). პრიორი­ტეტი მიენიჭება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტ­რალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დასრულებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასა (ასაფრენ-და­საფ­რენი ბილიკის სიგრძის  მომატება  და სატვირთო ტერმინალების მშენებლობა) და ანაკლიის ღრმაწყლოვანი  ნავსადგურის პროექტის განხორციელებას;
  • ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით, ხელი შეეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურული, მულტიმოდალური და ინტერ­მოდალური  გადაზიდვების განვითარებას;
  • სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, ხელი შეეწყობა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას; ტრანსევროპული სატრანსპორტო დერეფნის ძირითად ღერძებთან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატ­რანსპორტო დერეფნის მიერთების მიზნით, განვითარდება საზღვაო მა­გის­ტრა­ლები (მათ შორის, საბორნე გადაზიდვები), სახელმწიფოთაშორის დონეზე სატრანზიტო გადაზიდვების განვითარების მიზნით, სატრანზიტო დერეფნის მეზობელ ქვეყნებთან (ცალკეულ ტვირთებზე) ჩამოყალიბდება გამჭოლი ტარიფები.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.