შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ურბანული განვითარება

რა პოლიტიკას გაატარებთ ურბანული განვითარების მხარდასაჭერად ქვეყანაში?

რეფორმით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ოპტიმიზაციის პროცესი (თვითმმართველი ქალაქების რაოდენობრივი ზრდა) განიხილება, ერთი მხრივ, როგორც ურბანული განვითარების შემადგენელი ელემენტი, ხოლო მეორე მხრივ, თბი­ლი­სის, როგორც ურბანულ  იერარქიაში  აბსოლუტური დომინანტის ხვედრითი წილის შემ­ცი­რების შესაძლებლობა. შესაბამისად, რეგიონების ურბანული განვითარების, მათი სო­ცია­ლურ-ეკონომიკური და სივრცული გათანაბრების მიზნით, იგეგმება სხვადასხვა სახის ღო­ნის­ძიებები, მათ შორის:

  • ურბანული განვითარებისა და სივრცით-დაგეგმარებით სფეროში - ურბანული განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც  მოიცავს 4 სფეროს: i) დაგეგმვას - ქალაქების განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და ურბა­ნი­ზა­ციის პროცესების განსაზღვრას; კერძოდ, საქალაქო მიწების გამოყენების, ინფ­რა­სტრუქ­ტურის და საზოგადოებრივი მომსახურეობის განვითარების პოლიტიკის  შემუშავებას; ii) ინტეგრაციას - შრომის, საქონლისა და მომსახურების ერთიანი საქალაქო ბაზრის ფორმირებას და მის კავშირს სხვა ქალაქების ანალოგიურ და საექსპორტო ბაზრებთან; iii) ფინანსირებას - დაჩქარებული ურბანიზაციის პირობებში ინფრასტრუქტურისა და საქალაქო მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო პირველადი კაპიტალის მოძიებას; iv) ხელმისაწვდომი ბინათმშენებლობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • საქართველოს სივრცული განვითარების გენერალური სქემის შემუშავების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, რომლის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის ტერიტორიის ფუნქციონალური ზონირება,  ტერიტორიებისა და რეგიონების ტიპების განსაზღვრა;
  • რეგიონისა და თვითმმართველი ერთეულის დონეზე სივრცულ-ტერიტორიული დაგეგმარების უზრუნველყოფა; ტრანსსასაზღვრო, რეგიონული და ადგილობრივი დონეების სივრცითი დაგეგმარების მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტების ინიცირება,  მათი კოორდინირება და შესრულების მონიტორინგი;
  • არსებული საბაზისო ინფორმაციის (ტოპოგრაფიული და საკადასტრო რუკები, აეროფოტოგადაღება) მონაცემთა უნიფიცირებული  ბაზის შექმნა;
  • განსახლებისა და შიდა მიგრაციის სფეროში - i) ქვეყანაში განსახლების სისტემის ძირითადი მიმართულებების დადგენაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქმიანობის მხარდაჭერა; ii) შიდა მიგრაციული ნაკადების მიმართულებათა მონიშვნა და მართვის მექანიზმების შემუშავება;
  • ინფრასტრუქტურულ სფეროში - i) ინფრასტრუქტურული სტრატეგიების (სატრანსპორტო, ენერგეტიკული, კომუნალური სფერო) ტერიტორიული სინქრონიზაცია;  ii) გათანაბრებითი ფაქტორის გათვალისწინებით, დარგობრივ სტრატეგიათა სისტემატური მონიტორინგი და მათში გათანაბრებითი პრინციპის გათვალისწინება. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.