შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ეკოლოგია

რა პოლიტიკას გაატარებთ ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გარემოს დაბინძურების შესამცირებლად?

საქართველოში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მისი დაბინძურების შემცი­რე­ბის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მომდევნო წლებში შემდეგ კომპლექსურ ღონისძიებებს განხორციელებს:

  • ქვეყნის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოვება/ჰარმონიზაცია;
  • ქვეყნის წყლის რესურსებისა და ჰაერის ხარისხის მუდმივი კონტროლი როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებში;
  • ტბებისა და შავი ზღვის სანაპირო წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად საბანაო წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების რეგულარული კონტროლი;
  • ქვეყნის ავტოპარკის მოდერნიზაცია და მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრ­ქვევებ­თან დაკავშირებული ახალი მოთხოვნების დაწესება;
  • საწარმოთა ვალდებულებების გაზრდა მათ მიერ შესაბამისი გარემოს­დამცავი ტექნოლოგიების დანერგვის მკაცრის მოთხოვნის გზით;
  • „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის“ დანერგვა, რაც გულისხმობს, ნარჩენების წარმომქმნელის ან მფლობელის ვალდებულებას, გაიღოს ნარჩენების შემცირებასთან, გაუვნებელყოფასა და უსაფრთხოდ განთავსებასთან დაკავში­­რ­ე­­ბული ხარჯები;
  • ნარჩენების მართვის შესახებ საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ნაგავსაყრელების მდგომარეობის გაუმჯობესება; ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების ამო­ქ­მე­დე­ბის ხელშეწყობა;
  • სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და სწრაფი შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიზანი იქნება მსხვერპლისა და ზიანის მაქსიმალური შემცირება;
  • ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაც­ვის მექანიზმების დანერგვა, მათი მდგომარეობისა და საბინადრო გარემოს გა­უმ­ჯო­ბესება;
  • ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ტყის რესურსების მართვის, აღრიცხვისა და გონივრული გამოყენების ევროპაში არსებული პრაქტიკის დანერგვა;
  • ხე-ტყის უკანონოდ ჭრისა და ხე-ტყით უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება;
  • გარემოდაცვით ინფორმაციაზე და განათლებაზე საზოგადოების ხელმისაწვ­დო­მო­ბის გაზრდა;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისას, საზოგადოების ადრეულ ეტაპზე ჩართულობის უზრუნ­ველ­ყოფა.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.