შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » ჯანდაცვა

რა პოლიტიკას გაატარებთ ჯანდაცვის ზოგადი ინდიკატორების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში?

ამ მიზნით გატარდება შენდეგი ღონისძიებები:

  1. ჯანდაცვის სისტემის მართვისა და ორგანიზაციის გაუმჯობესება (მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ციკლის დანერგვის ხელშეწყობა);
  2. ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის გაზრდა (ჰოსპიტალურ, ამ­ბუ­ლა­ტორიულ მომსახურებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე სახელმწიფო და­ნა­ხარ­ჯე­ბის წილის გაზრდა  ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებიდან და ხარჯების ოპ­ტი­მი­ზაცია);
  3. სამედიცინო მომსახურების მიწოდების ორგანიზების გაუმჯობესება (ჰოსპიტალური სექტორის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის განვითარება, პენიტენციური სის­ტე­მის დაწე­სე­ბუ­ლებებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ორგანიზება და ჯანდაცვა);
  4. ადამიანური რესურსები (მოტივირებული და კვალიფიციური სამედიცინო კადრებით სისტემის უზრუნველყოფა);
  5. ეფექტიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმი­საწვ­დომობის გაუმჯობესება (სამედიცინო მომსახურებაზე ფიზიკური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა, სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვ­დო­მობის ზრდა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა);
  6. ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება (პაციენტის უსაფრთხოებასა და სა­მე­დი­ცი­ნო მომსახურების ხარისხზე კონტროლის ამაღლება);
  7. ფინანსური დაცვის უზრუნველყოფა და სამართლიანობა (ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ტვირთის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფა; ჯანდაცვაზე გაწეული დიდი  დანახარჯებისგან მოსახლეობის დაცვა);
  8. პაციენტის უფლებების დაცვა (მედიაციის სამსახურის განვითარება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ინფორმაციული ბარიერების შემცირება);
  9. ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება (მოსახ­ლე­ო­ბის ცოდნის გაღრმავება ძირითადი რისკფაქტორებისა და საზოგადოებრივი ჯან­დაც­ვის საფრთხეების შესახებ; სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროგრამებში მონაწილეობის გაზრდა);
  10. კლინიკური გამოსავლების გაუმჯობესება და სამედიცინო მომსახურებით კმა­ყო­ფილების ზრდა;
  11. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება (სპეციფიკურ მდგომარეობებთან ასოცირებული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირება, მაგ: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, არაგადამდები დაავადებები და ა.შ);

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.