შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » სოციალური პოლიტიკა

როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა და რა სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის იზრუნებთ?

საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკა ეფუძნება მისამართულ დახმარებას. სოციალური პოლიტიკის მთავარ პრინციპად დარჩება სახელმწიფოს მიერ ყველაზე გაჭირ­ვებული ადამიანებისთვის რესურსების მიწოდება. ამავე დროს, სახელმწიფო იზრუნებს დახმარებების მისამართულობის გაუმჯობესებაზე, რისთვისაც გამოიყენებს სხვადასხვა საშუალებებს. სოციალურ სექტორში რეფორმის შემდგომი ეტაპის ამოცანებს წარმოადგენს:

  • სოციალური პოლიტიკის დახვეწა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართვე­ლოსთვის“ საქართველოს მთავ­რობის პროგრამის შესაბამისად;
  • ასაკით პენსიის საარსებო მინიმუმის ოდენობით შენარჩუნების პარალელურად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის შესაძლებლობების განხილვა/სტრა­ტე­გიის შემუშავება;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შე­ფა­სების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის გადახედვა/დახვეწა, რათა, ერთი მხრივ, პროგრამამ უკეთ ასახოს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სა­ჭი­როებები და, მეორე მხრივ, ობიექტურ ინფორმაციებზე დაყრდნობით გაიზარდოს პროგრამის მიზნობრიობა;
  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთი ოჯახების საჭიროებების დაკ­მა­ყო­ფილებას;
  • სოციალური მომსახურებების საჭიროების ზუსტი იდენტიფიცირების სისტემის ფორმირება, საჭიროებების შეფასების საფუძველზე გამოვლენილი მომ­ს­ა­ხუ­რებების განვითარების  ხელშეწყობა და  იდენტიფიცირებული ბენეფიციარე­ბისა­თვის მათი მიწოდება;
  • სოციალური მომსახურებების  სტანდარტიზება;
  • სოციალური მომსახურებების მიმწოდებელთა კონკურენტუნარიანი გარემოს  შე­ქმნა ბენეფიციარზე მიბმული ვაუჩერული დაფინანსების მექანიზმის გამო­ყე­ნე­ბით;
  • შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებისა და დღის ცენტრების ქსელის გაფართოების ხელშეწყობა;
  • მიუსაფარი, ე.წ. ქუჩის ბავშვებისთვის კრიზისული საჭიროების შესაბამისი სხვადასხვა სამსახურის ამოქმედება, რომლებიც სრულ სარეაბილიტაციო მომსახურებას შესთავაზებენ  ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე  ბავშვებს;
  • მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა;
  • ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
  • შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრა (დახმარებების დაწესება ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე).

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.