შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » უსაფრთხოება და კრიმინალი

რა პოლიტიკას გაატარებთ კრიმინალის წინააღმდეგ და მისი პრევენციისთვის?
  • გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გატარდება საინფორმაციო კამპანიები. გაგრძელდება შსს-ს სტრუქტურული და­ნა­ყო­ფების შესაძლებლობების გაუმჯობესება;
  • ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების მავნე შედეგებზე  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაგრძელდება ანტინარკოტიკული კამპანიები. კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუა­ლებების მოხმარების პრევენციის მიზნით გაგრძელდება აღნიშნულ ჯგუფს მიკუთვნებული ფარ­მაცე­ვტუ­ლი პრო­დუქტის კონტროლი;
  • განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლებში დანაშაულის, სამარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ისა და მართლწესრიგის ცნობიერების ამაღლებას. ჩატარდება ინტერაქტიული დის­კუსიები დანაშაულის გამომწვევი მიზეზების, საფრთხეებისა და შედეგების შე­სა­ხებ;
  • განხორციელდება შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების მატერიალურ-სტექნიკური ბაზის განახლება და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.  გაუმჯობესდება კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შესაძლებლობები;
  • 2014 წელს განხორციელდება „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამა“, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფას;
  • გაგრძელდება ტრეფიკინგის რისკის შემცველი ადგილების გამოვლენა. ასევე,  რისკჯგუფებს მიკუთვნებულ პირთა გამოკითხვა მათ მიმართ განხორ­ციე­ლებული ტრეფიკინგის შესაძლო ფაქტების გამოვლენის მიზნით;
  • შსს სხვადასხვა უწყებასთან ერთად გეგმავს პროაქტიული ღონისძიებების გატარებას მიუსაფარ ე.წ. ქუჩის ბავშვებთან  მიმართებაში. კერძოდ, შსს აქტიურად ჩაერთვება ამ ბავშვების იდენტიფიცირების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანა­შაუ­ლის შესახებ მათი ინფორმირებულობისა და დახმარების ხელშემწყობ ღონისძიებებში;
  • დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შსს გააგრძელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას;
  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დიდი ყუ­რად­ღება დაეთმობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.