შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » განათლება

რა პოლიტიკას გაატარებთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის?

მდგრადი ეკონომიკური განვითარების და ცოდნაზე დაფუძნებული დემოკრატიული სა­ზო­გა­დოების მშენებლობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი და ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების ჩამოსაყალიბების ძირითადი ინს­ტ­რუ­­მენტი არის განათლება.

ზოგადი განათლების პოლიტიკა და ახალი სტრატეგია განათლების  ხარისხის ამაღლებისა და ყველა მოსწავლისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის გარანტია იქნება, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, საცხოვრებელი ადგილისა, ფსიქიკური თუ ფიზიკური შესაძლებლობებისა. ყველა მოსწავლისთვის შეიქმნება უსაფრთხო და მამოტივირებელი საგანმანათლებლო გარემო, სწავლა-სწავლების პროცესის შეფასება გახდება მოქნილი და მრავალმხრივი, გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანი.  გადამუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები, თანამედროვე სას­წავლო მეთოდებში გადამზადებული მასწავლებლები, სასწავლო პროცესში ინტეგ­რი­რე­ბული თ­ანამედროვე ტექნოლოგიები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, ეთნიკური უმცი­რე­სობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესება - ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიღწევებს. სამეწარმეო განათლების განვითარება და პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი მოსწავლეებს მიაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიისა და შრომის ბაზრის ტენ­დენ­ციების შესახებ, დაეხმარება მათ პროფესიის არჩევაში.

მართვისა და დაფინანსების მექანიზმები ორიენტირებული იქნება სკოლების გაძლიერებასა და განვითარებაზე. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესდება სკოლების ინფრასტრუქტურა, მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამები უზრუნ­ველ­ყოფს სკო­ლე­ბის ხელმისაწვდომობას.

განათლების პროგრესი შეფასდება საერთაშორისო და ეროვნული შეფასებებით. გან­სა­კუთ­რებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიული განათლების მი­მარ­თუ­ლებით, რადგან ქვეყნის ურბანული  განვითარება ისეთ კვალიფიციურ პერსონალს საჭიროებს, რომლის მომზადებაც სწორედ პროფესიული განათლების განვითარებულ სისტემას ხელეწიფება. პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაგეგ­მილია საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფაში მუნიციპალური საწარმოების მონაწილეობა. განათლებისა და გადამზადების შესაძლებლობა მიეცემა დედაქალაქის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა და სოციალური სტატუსისა, რათა დავიცვათ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობის პრინციპი და ხელი შევუწყოთ თითოეული ადამიანის სოციალურ და პიროვნულ განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კვალიფიკაციების შესაბამისობას და პროფესიული სწავლების ხარისხს, რაც გაზრდის კურსდამთავრებულთა და გადამზადებულ პირთა დასაქმების შესაძ­ლებ­ლობას.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.