შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » კულტურა

რა პოლიტიკას გაატარებთ კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებისათვის?

2013 წელს კულტურის სამინისტრომ განსაზღვრა 10 ძირითადი პრიორიტეტი. ამავე წელს დაიწყო კულტურის კონცეფციის შემუშავება. 2014 წელს კულტურის სამინისტრომ პირ­ვე­ლად დაიწყო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა. კულტურის პოლიტიკა ქვეყნის იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომლითაც სახელმწიფო კულტურის სფეროში ­ხელძღვა­ნელობს. სამინისტროს პრიორიტეტებია:

  • ქართული კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება;
  • საქართველოს რეგიონებში კულტურული კერების შექმნისა თუ აღდგენის ხელ­შეწ­ყობა; კულტურის, როგორც ქვეყნის რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მა­მოძ­რა­ვე­ბელი ძალის, გამოყენება; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო კულ­ტურულ ცხოვრებაში ჩართვა;
  • თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, კულტურათაშორისი დია­ლო­გის წარმართვა ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ჩართვის მიზნით;
  • სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა დედაქალაქსა და რეგიონებში;
  • კულტურული პროექტების ამოქმედება კონფლიქტურ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში;
  • სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობისა და კულტურის დარგების მხარ­დ­ა­სა­ჭე­რად დამატებითი წყაროს უზრუნველსაყოფად ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების (კულტურული ტურიზმი, კინო, დიზაინი, მოდა, ხალხური რეწვა) განვითარების ხელშეწყობა;
  • საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის გზით;
  • სოციალურად დაუცველი ფენებისთვის კულტურის სხვადასხვა დარგებზე წვდომის უზრუნველყოფა;
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სათვისტომოების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.