შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

კოალიცია ქართული ოცნება » შეზღუდული შესაძლებლობის პირები

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საზოგადოებრივ სივრცეებში გადაადგილების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის?

2013 წლის დეკემბერში საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაცია. ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო რატი­ფი­კაცი­ის­თვის საჭირო პროცედურების მომზადების ყველა ეტაპზე იყო ჩართული. შეზღუდული შესაძ­ლებ­ლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნ­ველ­ყოფის სამთავრობო სამოქმედო გეგმის  მიხედვით,  იუსტიციის სამინისტრომ გაეროს შეზ­ღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან ეროვ­ნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება აიღო. სადღეისოდ, საქართველოს მიღებული აქვს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რამაც შშმ პირთა მიმართებაში კონსტიტუციური აკრძალვა კონკრეტული და პირდაპირი ნორმებით დაარეგულირა.

იუსტიციის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის ნაწილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წახალისება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ ვაკანსიების და­სა­კა­ვებ­ლად გამოც­ხადებულ კონკურსებში. სადღეისოდ, იუსტიციიც სამი­ნის­ტ­როს სის­ტე­მა­ში დასაქმებულია 24 შეზღულული შესაძლებლობების მქონე პირი. აქვე დავძენთ, რომ შშმ პირთა დასაქმება სახელმწიფო  პოლიტიკის ნაწილია და ამ მიმართულებით მერიის პოზიციაც იქნება უცვლელი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.