შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა » ურბანული განვითარება

რა პოლიტიკას გაატარებთ ურბანული განვითარების მხარდასაჭერად ქვეყანაში?

ურბანული განვითარება ბუნებრივი პროცესია. ამ პროცესის ხელოვნურად დაჩქარება გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას. სახელმწიფომ შეიძლება მხოლოდ ირიბად შეუწყოს ამ პროცესს ხელი, რაც გულისხმობს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ურბანულ დასახლებებში. ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეცენტრალიზაცია, სამთავრობო სტრუქტურების დედაქალაქიდან გატანა და პოლიტიკურ/ადმინისტრაციული ცენტრების სხვა ურბანულ დასახლებებში ფორმირება. ეს სტიმულს მისცემს რეგიონებში ურბანული დასახლებების გამსხვილებას.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.