შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » ამბროლაური » ნამგალაძე რატი

ნამგალაძე რატი

პარტია:

კოალიცია ქართული ოცნება

დაბადების თარიღი / ადგილი

1965-09-05, ამბროლაური

განათლება

1982 წელს დაამთავრა ამბროლაურის N1 სკოლა. 1982 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და დაამთავრა 1987 წელს მშენებელ-ინჟინერის სპეციალობით. 2000-2003 წლებში სწავლა გააგრძელა თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 2005 წელს დაამთავრა თბილისის ყურძნის, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების, საქონელმცოდნეობისა და სპეციალისტთა გადამზადების ინსტიტუტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

რატი ნამგალაძემ 1987 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის მერიის ტრესტ „თბილბინმშენში“. 1995-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში. 1999-2003 წლებში - საქართველოს კონტროლის პალატის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროში, ამბროლაურში; შემდეგ - ამბროლაურის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში. 2008 წლიდან მუშაობს ამბროლაურში, შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში.

ოჯახური მდგომარეობა

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.