შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » თბილისი » ტყაბლაძე ასმათი

ტყაბლაძე ასმათი

პარტია:

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

დაბადების თარიღი / ადგილი

1949-02-25, დუშეთი

განათლება

1955-1965 წწ-ში სწავლობდა დუშეთის რაიონის საშუალო სკოლაში, პარალელურად დაამთავრა თბილისის პირველი მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს პედაგოგის განხრით. 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი კინოსა და თეატრის მსახიობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

1970 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 1998 წლიდან არის ბიზნესში, ამავე დროს მონაწილეობს სხვადასხვა ფილმებსა და სარეკლამო რგოლებში. 2004 წელს დააფუძნა ადამიანის სოციალური უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თემიდა”. 2001 წელს მონაწილეობდა საპარლამენტო არჩვენებში, იყო ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი. მონაწილეობდა სოცილაურ საკითხებზე გამართულ საპროტესტო აქციებში, ცავდა სამსახურიდან გათავიოსუფლებული კოლეგების უფლებებს.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს ერთი შვილი, სიძე და შვილიშვილი

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.

კანდიდატის ხედვები

პარტნიორები