შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » თბილისი » ლორთქიფანიძე დიმიტრი

ლორთქიფანიძე დიმიტრი

პარტია:

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია

დაბადების თარიღი / ადგილი

1967-10-10, თბილისი

განათლება

დიმიტრი ლორთქიფანიძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა. პარალელურად - კონერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედი (ფორტეპიანოს კლასი). 1985-1992 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე. 1993-1998 წლებში - თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომოკურ ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე.

სამუშაო გამოცდილება

1989 წლიდან არის საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი. 1992-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის კადრების სამმართველოს ინსპექტორად, ამავე დროს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს შტაბის უფროს ინსპექტორად. 1999 წელს იყო პ/გ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2000-2001 წლებში - ს/ს „საქგაზის“ გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე; თბილისის „თბოელექტროცენტრალის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი. 2002-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ვაკის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი. თსუ ეროვნული სტრატეგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. 2006 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. 2006 წლიდან არის პ/გ „საქართველოს გზის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად (გაერთიანებული ოპოზიცია). 2009-2012 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი. არის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; დამოუკიდებელი ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ - თავმჯდომარე; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი; პორტუგალიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე; რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრი; პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; კონტროლის პალატის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრი; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ა/ო „ღირებულებათა ინსტიტუტის“ საკონსულტაციო საბჭოს წევრი;

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე, ხათუნა კეკელია და 8 შვილი: ნიკოლოზი - 23 წლის, ლაშა - 22 წლის , თათია - 20 წლის, ელენე - 19 წლის, გიორგი - 14 წლის, მარიამი - 12 წლის, ლუკა 7 წლის და ანდრია - 8 თვის.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.

კანდიდატის ხედვები

პარტნიორები