შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » გორი » მაყაშვილი თამაზ

მაყაშვილი თამაზ

პარტია:

ერთიანობის დარბაზი

დაბადების თარიღი / ადგილი

1958-01-23,

განათლება

1980 წელს დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

1980-1985 წლებში მუშაობდა საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად, მათ შორის, 1 წელი მაღალმთიან სოფელში. 1985-1992 წლებში მუშაობდა გორის ცურვის სასპორტო სკოლაში ტექნიკოსად, მწვრთნელად, გამგედ, დირექტორად. 1992-1997 წლებში იყო გორის რაიონის გამგეობის საორგანიაზაციო განყოფილების გამგე. 2001-2004 წლებში მუშაობდა ტურისტულ კომპანია „ჰორიზონტ ეირის“ გორის ფილიალის მენეჯერად, 2004-2012 წლებში - შპს „კავკასიის ავტოიმპორტის“ ლოჯისტიკის ექსპერტად. 1989 წლიდან ჩართულია ეროვნულ მოძრაობაში. 1990 წლიდან არის ედპ-ის გორის ორგანიზაციის დამფუძნებელი. 1991 წელს არჩეული იყო საქართველოს ეროვნული კონგრესის წევრად. 1998-2002 წლებში იყო გორის რაიონის საკრებულოს წევრი, სამანდატო კომისიის თავმჯდომარე. 1999 წელს გორის რაიონის მაჟორიტარული ოლქიდან კენჭს იყრიდა საქართველოს პარლამენტში. 2004 წელს საკუთარი ნებით შეიჩერა ედპ-ის წევრობა, ხოლო 2009 წლიდან გახდა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი. 2012 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გორის დარბაზი“. 1977-1988 წლებში იყო გორის ხალხური სიმღერების ვაჟთა გუნდ „გორის“, ხოლო 1998-2001 წლებში - გორის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.