შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » თელავი » დევიძე ზაზა

დევიძე ზაზა

პარტია:

პატრიოტთა ალიანსი

დაბადების თარიღი / ადგილი

1968-10-10,

განათლება

1985 წელს დაამთავრა თელავის პირველი საშუალო სკოლა. 1986-1988 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1989-1992 წლებში სწავლობდა მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტში; 1992-1997 წლებში - თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

სამუშაო გამოცდილება

ზაზა დევიძე 1995-1997 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 1997-1999 წლებში - საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1998-2000 წლებში - თელავის რაიონული საკრებულოს წევრი. 1997 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა ,,ნარკომანიის პროფილაქტიკის სამედიცინო და სოციალური რეაბელიტაციის ხელშემწყობი საზოგადოება ,,სასოების“ კახეთის ორგანიზაციის მენეჯერად. 2012 წლის აპრილიდან იყო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, პარტიის დამფუძნებელი, თელავის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012 წლის მაისიდან ნოემბრამდე - კოალიცია ,,ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის აქტივის კოორდინატორი; 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის აპრილამდე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი. 2014 წლის აპრილში დატოვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ამავე წლის მაისიდან პარტია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. 1997 წლიდან არის საზოგადოებრივი გაერთიანება - ახალგაზრდული ცენტრ ,,ბაროკოს“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. პარალელურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას და კერძო ბიზნესს. 2005 წლიდან 2012 წლის აპრილამდე იყო შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კახეთის მენეჯერი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე, ნინო გორგოძე და შვილი - დავითი (22 წლის).

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.