შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » ოზურგეთი » ჩხიკვიშვილი მირზა

ჩხიკვიშვილი მირზა

პარტია:

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

დაბადების თარიღი / ადგილი

1983-02-19, ოზურგეთი

განათლება

1996 წელს დაამთავრა ოზურგეთის #4 საშუალო სკოლის ცხრა კლასი, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა ოზურგეთის ინდუსტრიულ პედაგოგიურ კოლეჯში და გაიარა ეკონომიკისა და მართვის 4 წლიანი კურსები. შედეგად, 2000 წელს მიენიჭა უმცროსი ეკონომისტის კვალიფიკაცია. ამავე წელს, სწავლა გააგრძელა ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტში - წარმოების ეკონომიკის, ორგანიზაციისა და ფინანსების კურსზე. 2005 წელს მიენიჭა ეკონომისტის აკადემიური ხარისხი. 2003 წელს დაასრულა „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის“ მიერ ჩატარებული გადამზადების კურსი და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი. 2004 წელს გაიარა პერსონალური კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. 1997 წელს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურმა სასახლემ დააჯილდოვა 1 ხარისხის დიპლომით მოსწავლეთა რესპუბლიკური სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციაში, რელიგიის ისტორიის სექციაში მოპოვებული გამარჯვებისათვის.

სამუშაო გამოცდილება

2005 - 2008 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო სამკურნალო ცენტრ „ძლევაის“ ეკონომისტ-ბუღალტრად, ხოლო ამავე ორგანიზაციაში 2008 წლიდან დღემდე დირექტორის თანამდებობას იკავებს. 2007 – 2009 წლებში შ.პ.ს. „ბავშვთა სამკურნალო ცენტრში“ ადმინისტრატორის, ხოლო ამავე წლებში შ.პ.ს. „ოზურგეთის რეგიონალური სტომატოლოგიურ ცენტრში“ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. 2009 წლიდან დააარსა სუპერმარკეტი - შ.პ.ს. „მირზა“ და მინი მარკეტი ი.მ. „მ. ჩხიკვიშვილი“ და დღემდე მათ მმართველობას უძღვება. პარალელურად, 2012 წლამდე გახლდათ სადისტრიბუციო ქსელის დირექტორი.

ოჯახური მდგომარეობა

დედა, მანანა ჩხიკვიშვილი (სურგულაძე) ნიკოლოზის ასული, დაბადებული 1959 წელს ქ. ოზურგეთში, ამჟამად დიასახლისია. მამა, ავთანდილ მირიანის ძე ჩხიკვიშვილი, დაბადებულია 1948 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.