შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » ფოთი » ქანთარია დავითი

ქანთარია დავითი

პარტია:

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია

დაბადების თარიღი / ადგილი

1966-06-08, სოხუმი

განათლება

1983 წელს დავით ქანთარიამ დაამთავრა ქ. თბილისის კომაროვის სახელობის სკოლა-ინტერნატი. 1991 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1983-1986 წლებში დავით ქანთარია მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მეთაურის აპარატში სამეგრელოს რეგიონის კურატორად; 1993 წლიდან კი დაინიშნა წალენჯიხის რაიონის გამგებლად, პარალელურად იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2002 წლის 8 თებერვალს დავით ქანთარია დაინიშნა ქ. ფოთის მერად. 3 თვეში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა საკრებულოში პირველ ნომრად, რის შემდეგაც, კანონის თანახმად ხელახლა დაინიშნა ქალაქის მერად. 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან და დღემდე უმუშევარია.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე - ირმა მანია, 3 შვილი და ერთი შვილიშვილი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.