შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » რუსთავი » ძლიერიშვილი კობა

ძლიერიშვილი კობა

პარტია:

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია

დაბადების თარიღი / ადგილი

1971-08-02, რუსთავი

განათლება

1977-1987 წლებში კობა ძლიერიშვილი სწავლობდა ქ. რუსთავის მე-2 საშუალო სკოლაში; 1992-1997 წლებში ქ. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე; 2009 წელს კი საქართველოს საერთაშორისო აკადემიის დიდი სამეცნიერო საბჭოს მიერ მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. კობა ძლიერიშვილი 2010 წელს უკრაინის სამეცნიერო აკადემიის მიერ გახდა (პლატონის) პრემიის ლაურეატი.

სამუშაო გამოცდილება

1997-2000 წლებში კობა ძლიერიშვილი მუშაობდა ქვემო ქართლის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის არქიტექტორად; 2000-2002 იყო შპს „პროექტი 2000“-ის დირექტორი; 2004-2005 წლებში კი მუშაობდა ქ. რუსთავის მერიაში მთავარ არქიტექტორად; 2005-2006 წლებში კობა ძლიერიშვილი იყო იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს ჯგუფში არქიტექტორი და მუშაობდა შპს „ქართუს“ სოლოლაკის ბიზნეს ცენტრზე. 2008-2010 წლებში იყო ქ. რუსთავის მერიაში მთავარი არქიტექტორი. კობა ძლიერიშვილი არის 100 არქიტექტურული პროექტის (კომერციული და საზოგადო ობიექტების) ავტორი. მისი ახალი პროექტია თბილისის იპოდრომი ლისის ტბაზე; თბილისი - ვერეს უბანი - საცხოვრებელი კორპუსები. კობა ძლიერიშვილი არის ქალაქ რუსთავის განვითარების კონცეფციის თანაავტორი; შპს „ქართველი ხუროთმოძღვარის“ დამაარსებელი.

ოჯახური მდგომარეობა

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.