შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » გორი » ნოზაძე მამუკა

ნოზაძე მამუკა

პარტია:

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია

დაბადების თარიღი / ადგილი

1974-09-30, გორი

განათლება

1991 წელს დაამთავრა გორის მეათე საჯარო სკოლა. 2000 წელს, წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

1998 წლიდან ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას. სწავლის პარალელურად, გაიარა პრაქტიკა გორის სარაიონთაშორისო და შემდგომ შიდა ქართლის ოლქის პროკურატურაში. 1996 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო იურისტად სააქციო საზოგადოებაში ,,ლარი''. 1998 წელს დაიკავა გორის მერიის სოციალურ დეპარტამენტთან არსებულ იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიცია. პარალელურად, მუშაობდა (კონტრაქტით) სააქციო საზოგადოების ,,ელიტა'' იურისტად და ს.ს. ,,საქთხევადგაზის'' იურისტად. 1999 წლის იანვრიდან კი დაიწყო იურისტად მუშაობა შიდა ქართლის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში. 2000-2005 წლებში მუშაობდა ადვოკატად მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში. ამავდროულად, იკავებდა იურისტთა ასოციაცია ,,თემიდას'' თავმჯდომარის თანამდებობას. 2003 წელს გაიარა ადვოკატთა საერთო ტესტირება და პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობას ეწევა საერთო სპეციალიზაციით - მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში. 2003 წლის 8 დეკემბერს, დაინიშნა N 85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. უფლებამოსილებას ასრულებდა 2006 წლის მარტის თვემდე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრად 2013 წლის დეკემბერში აირჩიეს.

ოჯახური მდგომარეობა

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.