შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » მცხეთა » ნემსიწვერიძე ავთანდილი

ნემსიწვერიძე ავთანდილი

პარტია:

კოალიცია ქართული ოცნება

დაბადების თარიღი / ადგილი

1961-04-28, ცაგერის რაიონის სოფელი ბარდნალა

განათლება

ავთანდილ ნემსიწვერიძემ დაამთავრა სოფელ ბარდნალას საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული ფაკულტეტი და სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში. 1995 წელს გახდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 2004 წელს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება

1987 წელს მუშაობა დაიწყო ზაჰესის ამბულატორიის პედიატრად; 1988 წლიდან კი მისი საქმიანობა მცხეთის რაიონს უკავშირდება. 1988-1993 წლებში იყო მცხეთის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე და რაიონის მთავარი პედიატრი, შემდეგ ბავშვთა რაიონული პოლიკლინიკის ექიმი-პედიატრი. 2000-2011 წლებში პედიატრიული განყოფილების გამგედ მუშაობდა მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიან საავადმყოფოში. 2011-2013 წლებში იყო სამედიცინო ცენტრის, შპს „ჯეო ჰოსპიტალის“ პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე არის ამავე საავადმყოფოს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. ავთანდილ ნემსიწვერიძე სისტემურად მონაწილეობდა საქველმოქმედო და პროფილაქტიკურ გასინჯვებში, რომელიც მცხეთის რაიონის სოფლებში, აგრეთვე დევნილთა კომპაქტურად დასახლების ადგილებსა და მიუსაფართა სახლებში ტარდებოდა. ავთანდილ ნემსიწვერიძის პოლიტიკური ცხოვრება იწყება 1988 წლიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის მიერ იდევნებოდა დისიდენტური მოძრაობა. იგი ჯერ იყო „სახალხო ფრონტის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შემდეგ ბლოკ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ წევრი, არჩეული იყო მცხეთის რაიონულ საკრებულოში. დღეს ის ქართული ოცნების მცხეთის მერობის კანდიდატია.

ოჯახური მდგომარეობა

ავთანდილ ნემსიწვერაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი - ანა და გიორგი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.