შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » ფოთი » კაკულია ირაკლი

კაკულია ირაკლი

პარტია:

კოალიცია ქართული ოცნება

დაბადების თარიღი / ადგილი

1968-12-12, ფოთში

განათლება

1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით, ხოლო 1999-2005 წლებში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1992-1994 წლებში იყო კოოპერატივ „ნაბადას“ ბრიგადირი; 1994-1998 წლებში - ქ. ფოთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს განყოფილების უფროსი; 2000-2004 წლებში იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „ფოთის ღვთისმშობლის ტაძრის დაბრუნების“ გამგეობის წევრი; 1998-2006 წლებში მუშაობდა შპს „ალდაგი ფოთში“ გენერალურ დირექტორად, ხოლო 2009-2012 წლებში - შპს „აკტაუსიბარიტის“ დირექტორად; 2002-2009 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ წევრი; 2002-2006 წლებში - ფოთის საკრებულოს წევრი. 2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2014 წლიდან დღემდე იყო ქ. ფოთის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.