შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - უმცირესობათა უფლებები

უმცირესობათა მთავარი პრობლემა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის არის სახელმწიფო ენის არცოდნა. ამიტომაც სახელმწიფო გაასამმაგებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის დაფინასებას. ამასთან, სახელმწიფო დააფინანსებს ტრადიციულად ჩამოყალიბებული უმცირესობებისთვის ნაციონალურ ენებზე ბეჭდვითი გამოცემების ხელმისაწვდომობას, კულტურული კერების, სასწავლო და რელიგიური დაწესებულებების სუბსიდირებას მუნიციპალური და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.