შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - განათლება

  • უნდა გაორმაგდეს განათლების ბიუჯეტი და გაიზარდოს 16%-მდე  (მშპ-სთან მიმართებაში - 5%,  დღეს არსებული 2,2 %-ის ნაცვლად);
  • უნდა გაიზარდოს პედაგოგების კვალიფიკაცია ანაზღაურების გაზრდითა და გადამზადებით;
  • პრიორიტეტული და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქვეყნისთვის საჭირო პროფესიები, წახალისდეს პედაგოგის, ინჟინრის, აგრონომის, ვეტერინარის პროფესია;
  • უმაღლეს სასწავლებელში სწავლება უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, განსაკუთრებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სპეციალობებზე;
  • ხელი უნდა შეეწყოს საუნივერსიტეტო მეცნიერების გაძლიერებას დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის გზით;
  • უნდა გაიზარდოს პროფესიული განათლების დაფინანსება და  შეადგინოს განათლების ბიუჯეტის 1,6 %;
  • დაწყებითი და საბაზო განათლების საფეხურებზე მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით სრული უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე;
  • სასკოლო განათლება უნდა გადავიდეს სამსაფეხურიან სისტემაზე: 1. დაწყებითი განათლება (1-6), 2. ბაზისური განათლება (6-10 კლასი), რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე მიიღებს შესაბამის დიპლომს და შეძლებს, დაიწყოს მუშაობა ან გააგრძელოს სწავლა პროფესიულ სასწავლებელში; 3. ბოლო საფეხურის (11-12 კლასი) დასრულება აუცილებელია იმისათვის, რომ ახალგაზრდამ სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში;
  • ხელი უნდა შეეწყოს ინკლუზიურ სწავლებას;
  • უნდა მოხდეს განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია და დეპოლიტიზაცია და გაიზარდოს სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია;
  • სკოლაში უნდა დაბრუნდეს არა მარტო ბავშვი, არამედ განათლებაც.