შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - რეგიონული თანამშრომლობა
საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, დაუშვებლად მიგვაჩნია ჩრდილოეთ  კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის, როგორც რუსეთთან დაპირისპირების გაღრმავების ფაქტორის, გამოყენება. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ურთიერთობის გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, ირანთან. პოლიტიკურ პოზიციათა განსხვავების მიუხედავად, რეგიონისთვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად. მრავალმხრივი დიპლომატიის ასპარეზზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, საქართველომ უნდა განაახლოს ძალისხმევა, რომ ეფექტიანობა დაუბრუნდეს კონფლიქტების მოგვარების პროცესს.